ირაკლი სიხარულიძე საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა!

ირაკლი სიხარულიძე საქართველოს ჩემპიონატის რანგით პირველი ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა.
124 გოლით სიხარულიძე ბომბარდირთა ხუთეულშია და მხოლოდ გია მეგრელაძე (126 გოლი), ჯაბა დვალი (127 გოლი), ლევან ხომერიკი (140 გოლი) და ზურაბ იონანიძე (216 გოლი) უსწრებენ.
ვულოცავთ ირაკლის ამ წარმატებას და კიდევ ბევრი გოლის გატანას ვუსურვებთ!