საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო – “იბერია 1999”-მა გორის “დილა” სტუმრად ანგარიშით 0:1 დაამარცხა
საკმაოდ დაძაბული მატჩის ერთადერთი გოლი იბერიელმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რომელმაც ანგარიშის გახსნა პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხა.
3 დამაჯარებელი გამარჯვების შემდეგ, ახლა მოქმედი ჩემპიონები ,,დინამო ბათუმთან” გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. შეხვედრა 15 მარტს 15:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.