კლუბის შესახებ

კლუბის შესახებ

  • 1999 წლიდან საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. ჩვენი წარმატების საიდუმლო ინოვაციურ მენეჯმენტსა და გრძელვადიან ხედვაში მდგომარეობს. „იბერია 1999“-ს მიზანია, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთის განვითარება საქართველოში, ევროპულ ასპარეზზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება და ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისთვის საერთაშორისო კარიერის შექმნის ხელშეწყობა.

    ს.კ. „იბერია 1999“-ს ძირითადი ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, Fair Play-ს პრინციპების დაცვა და ახალგაზრდა ტალანტების აღზრდა.

    მრავალწლიანი გამოცდილება და ევროპული სტანდარტების დანერგვა გვაძლევს საშუალებას, დასახული მიზნები ეფექტურად და უმოკლეს დროში განვახორციელოთ.

    კლუბის განვითარებაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციები მოხმარდა თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და საწვრთნელი პროცესის გაუმჯობესებას. მწვრთნელთა მუდმივი გადამზადება და ფეხბურთელთა სტაჟირება ევროპის წამყვან კლუბებში კლუბის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

    „იბერია 1999-მ“ შეძლო 6-დან 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვა, საკუთარი აღზრდილებით უმაღლეს ლიგაში გადასვლა და წარმატებული ასპარეზობა, რაც უპრეცედენტო მიღწევაა ქართულ ფეხბურთში. უმაღლესი ლიგიდან კი გზა ევროტურნირებისკენ იხსნება.

    ს.კ. „იბერია 1999“-ს მიღწევები:

    2010-2011:

    • საუკეთესო საფეხბურთო სკოლა

    2011-2012:

    • საუკეთესო გუნდი – „იბერია 1999“-98
    • “სალერის თასის” საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (“ვიტესის” დამარცხება)

    2012-2013:

    • საუკეთესო საფეხბურთო სკოლა
    • საუკეთესო გუნდი – „იბერია 1999“-98
    • საუკეთესო მწვრთნელი – ვალერი გაგუა
    • “სალერის თასის” საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (“მალაგას” დამარცხება)
    • მოზარდები და ჭაბუკები ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

    2013:

    • “სალერის თასის” საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (“ატლეტიკოს” დამარცხება)

    2014-2015:

    • პირველი ლიგის გამარჯვებული და უმაღლეს ლიგაში გადასვლა
    • მოზარდები და ჭაბუკები ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

    2015:

    • საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველი ასპარეზობა
    • U19 გუნდის გამარჯვება ასაკობრივ ჩემპიონატში და უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თამაშის უფლების მოპოვება (პირველი ქართული გუნდი ამ ტურნირზე)
    • U19 გუნდის ასპარეზობა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე
    • მოზარდები და ჭაბუკები ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

    2016:

    • „იბერია 1999“-ს ასაკობრივი გუნდების გამარჯვება ელიტ ლიგაში
    • U19 გუნდის მეორე გამარჯვება ასაკობრივ ჩემპიონატში და ევროტურნირებზე გასვლა
    • მოზარდები და ჭაბუკები ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

    2017:

    • U19 უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობა და პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევა (თურქული „ბურსას“ დამარცხება)
    • „იბერია 1999“-2-ის (ფარმ-გუნდი) გამარჯვება რეგიონალურ ლიგაში და ლიგა-3-ში გადასვლა
    • 2004 წელს დაბადებულთა გუნდის გამარჯვება საერთაშორისო ტურნირზე „აფშევის თასი“ (ნალჩიკი)
    • მოზარდები და ჭაბუკები ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ

    2018:

    • „იბერია 1999“-2-ის ასპარეზობა ლიგა-3-ში
    • 2004 წელს დაბადებულთა გუნდის გამარჯვება „ზამთრის თასზე“
    • 2005 წელს დაბადებულთა გუნდის მეორე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე „აფშევის თასი“ (ნალჩიკი)
    • „იბერია 1999“ პირველად ხდება საქართველოს ჩემპიონი
    • 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი

    2019:

    • სუპერთასის მატჩში მონაწილეობა
    • ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გამარჯვება „შერიფზე“ ანგარიშით 3-0 (სტუმრად)
    • „იბერია 1999“-ს 15-წლამდე გუნდის გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატში
    • ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლების მოპოვება
    • დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში გამარჯვება (თბილისის „ლოკომოტივის“ დამარცხება ანგარიშით 3-1)

    2020:

    • საქართველოს სუპერთასის მოგება (თბილისის „დინამოს“ დამარცხება ანგარიშით 1-0)

    2021:

    • დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორედ მოპოვება
    • „იბერია 1999“-ს 15-წლამდე გუნდის გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატში

    2022:

    • “იბერია 1999”-ს 17 წლამდე გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
    • იბერია 1999-მ პირველად იასპარეზა კონფერენსლიგის გათამაშებაზე.

ლოგო

250px-log3o

ტიტულები

ჩემპიონი 2024
ჩემპიონი 2024
თასი 2023
თასი 2023
თასი 2021
თასი 2021
სუპერთასი
სუპერთასი
თასი 2019
თასი 2019
ჩემპიონი 2018
ჩემპიონი 2018
ka_GEGeorgian