მატიც ვრბანეცი იბერიას ფეხბურთელია

იბერიამ ევროტურნირებამდე კიდევ ერთი ფეხბურთელი, მატიც ვრბანეცი დაიმატა.
ვრბანეცი 28 წლის სლოვენიელი ნახევარმცველია, რომელიც “იბერიას” სლოვენიური “მურადან” შემოუერთდა. მატიჩს მთელი თავისი კარიერა სლოვენიაში აქვს გატარებული და “იბერია” მისი პირველი უცხოური კლუბია.
მას ასევე ნათამაშები აქვს სლოვენიის ახალგაზრდული ნაკრებების შემადგენლობაში.
მატიჩ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენ ოჯახში!


