2026 წლის სეზონს ტყიბულის “მეშახტესთან“ მატჩით გავხსნით!

2026 წლის ეროვნული ლიგის სეზონს 28 თებერვალს გავხსნით!
პირველ ტურში ჩვენი მეტოქე ტყიბულის „მეშახტე“ იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
ახალ სეზონს მოქმედი ჩემპიონების სტატუსით ვიწყებთ. გასული წელი ჩვენი კლუბისთვის ისტორიული აღმოჩნდა — გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ მოიპოვა.