ლევან კორღალიძის საოცარი სერია გრძელდება

ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, იბერია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. გუნდი უკვე 20 მატჩია, რაც დაუმარცხებლად ასპარეზობს – ეს წარმატებული სერია 2024 წლის 22 სექტემბერს, ფოთის კოლხეთთან გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო.
დამაჯერებელი სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს გუნდის პროგრესს:
- 20 ჩატარებული მატჩი
- 15 გამარჯვება
- 5 ფრე
- 41 გატანილი გოლი
- 15 გაშვებული გოლი
აღნიშვნის ღირსია როგორც დაცვის ხაზი, რომელიც საშუალოდ მხოლოდ 0.75 გოლს უშვებს მატჩში, ასევე შეტევის დუო, რომელიც საშუალოდ ორ გოლზე მეტს იტანს.