იბერიამ ლუქსემბურგელი მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი დაიმატა

ჩვენი გუნდის ახალწვეული — ვაჰიდ სელიმოვიჩი
სელიმოვიჩი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წევრია. მას ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით ჩატარებული აქვს 14 მატჩი და გატანილი აქვს 1 გოლი.
28 წლის ცენტრალურ მცველს ზურგს სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს. სხვადასხვა წლებში იგი გამოდიოდა ფრანგულ მეცში, კვიპროსულ აპოლონში, ბერძნულ ოფი კრეტაში, სლოვენიურ გორიცაში, ბოსნიურ ჟელეზნიჩარში და რუმინულ ჰერმანშტადტში.
წარმატებებს ვუსურვებთ ვაჰიდს ჩვენი გუნდის მაისურით!