იბერია 1999-მა პირველი წრე ლიდერის სტატუსით დაასრულა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ, იბერია 1999 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
ჩვენმა გუნდმა ჩატარებულ 9 შეხვედრაში 5 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი დააფიქსირა. იბერია 1999-მა მეტოქეთა კარში 13 ბურთი გაიტანა, საკუთარ კარში კი 7 მიიღო, რის შედეგადაც გუნდმა 17 ქულა დააგროვა.
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ამ ეტაპზე ამირან ძაგანია არის, რომლის ანგარიშზეც 4 გატანილი გოლია. ასისტების მიხედვით კი ლიდერია ვახო ბედოშვილი – 2 საგოლე გადაცემით.
აღსანიშნავია, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვერსიით, აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ამირან ძაგანია დასახელდა.