იბერიას 28 წლის სერბი ახალწვეული – ანეს რუსევიჩი

იბერიას კიდევ ერთი ახალწვეული – ანეს რუსევიჩია, 28 წლის სერბი ცენტრ-ფორვარდი
ანესი ახალ გუნდს “რაბოტნიჩიდან“ შემოუერთდა. მან გასულ სეზონზე ბოსნიის ჩემპიონობაც იზეიმა, მანამდე კი “ბატე ბორისოვთან“ ერთად ბელარუსიის ჩემპიონი და ბელარუსიის თასის მფლობელიც გახდა.
ამჟამად, ანესი იბერიელებთან ერთად წინამოსამზადებელ პერიოდს გადის ბულგარეთში და პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა, სადაც ალბანეთის ჩემპიონ “ეგნატიასთან” ფრედ 2-2 ითამაშა.