იბერია საქართველოს თასის ნახევარფინალშია

იბერიამ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენი გუნდი ტყიბულში ადგილობრივ „მეშახტეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით – 0:3 იმარჯვა. შეხვედრაში თავი ირაკლი სიხარულიძემ, გურამ გოშთელიანმა და გიზო მამაგეიშვილმა გამოიჩინეს.
ამ გამარჯვებით იბერია საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 30 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული კი გადამწყვეტ, ფინალურ შეხვედრაში „სამტრედიასა“ და გორის „დილას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.