იბერიამ ბულგარულ შეკრებაზე 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა

როგორც მოგეხსენებათ, იბერიელები 13 ივნისს ბულგარეთში გაფრინდნენ, სადაც ქალაქ ბანსკოში 10 დღიან მოსამზადებელ პერიოდს გადიან.
აღნიშნულ შეკრებაზე 2 ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ – პირველ მატჩი ალბანეთის ჩემპიონ “ეგნატიასთან” ფრედ, 2-2 ვითამაშეთ. ჩვენი მხრიდან გოლები შოთიკო წამალაშვილმა და დანიელ ქვარცხავამ გაიტანეს. მეორე შეხვედრა კი კოსოვურ “მალიშევასთან” დღეს გავმართეთ, სადაც მეტოქე ნიკოლოზ დადიანისა და გურამ გოშთელიანის გოლებით 2-1 დავამარცხეთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ეგნატია” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს, ხოლო “მალიშევა” – კონფერენს ლიგის.
იბერიელები სამშობლოში 24 ივნისს დაბრუნდებიან და გორის დილასთან გასამართი, საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური, მატჩისთვის მოემზადებიან.