იბერიამ ახალწვეულები წარადგინა

გუშინ, 30 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, “იბერიას” ახალი ფეხბურთელების ოფიციალური წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი დავით ხეჩიკაშვილი და მთავარი სკაუტი გიორგი ქამადაძე, რომლებმაც არმელ ზოური და ანეს რუშევიჩი მედიის წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს წარუდგინეს.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა კიდევ ერთი ტრანსფერი, რომლის შესახებ ინფორმაციასაც კლუბი უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებს.