ოთარ მამაგეიშვილი კარიერას კლუბ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს.

შეთანხმება მიღწეულია – ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. ,,ფამალიკაოს” მფლობელს მადრიდის ,,ატლეტიკოს” 33% ეკუთვნის.
ფეხბურთელი ,,იბერიას”, ვიცე-პრეზიდენტ, დავით ხეჩიკაშვილთან ერთად პორტუგალიაში იმყოფება.
ოთო ჩვენი აკადემიის აღზრდილია და განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, რომ მთელი საფეხბურთო კარიერა „იბერიას“ მაისურით გაატარა.
ჩვენი კლუბი არასდროს უზღუდავდა თავის აღზრდილ ფეხბურთელებს წინსვლას და სასიხარულოა, როცა “იბერიას” მოთამაშეები ევროპულ საფეხბურთო არენაზე წარმატებით იმკვიდრებენ თავს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, ნონიკაშვილი და სხვა. ოთოს ტრანსფერიც ამ ტრადიციის დასტურია.
ოთო, მადლობა თითოეული წუთისთვის, რომელიც „იბერიას“ მაისურით გაატარე. წარმატებები!